პრემიერმინისტრმა იუსტიციის ახალ მინისტრად რატი ბრეგაძე წარადგინა
საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე იუსტიციის ახალ მინისტრად რატი ბრეგაძე წარადგინა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რატი არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი.
„ბატონი რატი ბრეგაძე დაინიშნა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე. რატი არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2012 წლიდან რატი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. ასევე, მინდა ვთქვა, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანლისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რატი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.