NYT: წარმოებაში დაშვებული შეცდომის გამო, Johnson & Johnson-მა ვაქცინის 15 მილიონი დოზა დაკარგა

კომპანია Johnson & Johnson-ის მერილენდის შტატის, ქალაქ ბალტიმორში მდებარე ქარხანაში ვაქცინის ინგრედიენტების არევა მოხდა, რის გამოც კომპანიამ პრეპარატის 15 მილიონი დოზა დაკარგა.

ინფორმაციას გაზეთი New York Times -ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კომპანიამ შეცდომა უკვე აღიარა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარი ადამიანურ ფაქტორს უკავშირდება. აშშ-ის წამლების სააგენტო შემოწმებას აწარმოებს.

ვაქცინები, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში გამოიყენება, დამზადებულია ნიდერლანდებში, ამიტომ, აშშ-ის ქარხანაში მომხდარ ინციდენტს მიწოდებაზე გავლენა არ მოუხდენია. თუმცა, როგორც გაზეთი აღნიშნავს, მომავალში გავლენას მაინც იქონიებს.

Johnson & Johnson-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ხარისხის შემოწმების დროს პრეპარატის ერთი პარტია გამოვლინდა, რომელიც სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. აღნიშნული პარტიის ჩამოსხმა ამპულებში არც მომხდარა”.

ამჟამად, აშშ-ში გამოყენებისთვის დაშვებულია სამი ვაქცინა: Pfizer/BioNTech-ის, Moderna-სა და Johnson & Johnson-ის.  Pfizer/BioNTech და Moderna მიწოდებას გეგმურად ახორციელებენ, ამასთან, “ფაიზერი” გეგმას უსწრებს კიდეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები