აშშ-ში, ბიზნესცენტრში სროლა მოხდა – არიან დაღუპულები
კალიფორნიის შტატის ქალაქ ორინჯში, ბიზნესცენტრში სროლას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა – ორი დაიჭრა.
ინფორმაციას ტელეკომპანია MSNBC ავრცელებს.
NBC-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის ბავშვიც.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, მათ შორის, სავარაუდოდ, თავდამსხმელიც არის.
მომხდარის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.