„მღერის რუსთავი“ – ეროვნული არქივი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ეხმიანება (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული არქივი მწუხარებას გამოთქვამს მუსიკოსის, ფოლკლორისტის, ლოტბარის, ქართული ხალხური სიმღერების დიდი მოამაგის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო.
„ფეისბუქის“ გვერდზე ფრაგმენტებს აქვეყნებს დოკუმენტური ფილმიდან – „მღერის რუსთავი“.
საქართველოს ტელეფილმების სტუდიის ნაწარმოები, 1982 წელი.
რეჟისორი: სოსო ჩხაიძე, ოპერატორი: ირაკლი ონოფრიშვილი.
ფილმი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.