სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კოვიდ19-ით ინფიცირების 1148 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც პანდემიის დაწყებიდან  უკვე 192 639-ე შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ვირუსს ერთ დღეში 18 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან რესპუბლიკაში 3515 ლეტალური შემთხვევაა.

ამჟამად, მკურნალობას 15 168 პირი აგრძელებს, 173 064 -მა პაციენტმა დაავადება დაამარცხა.

სომხეთში 11 ივლისამდე კარანტინი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები