სალომე ზურაბიშვილი: წლები გავიდა და ვამაყობ იმით, რომ შემიძლია, დღეს ანზორ ერქომაიშვილი ჩემს უფროს მეგობრად ვახსენო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.

,,დიდია ჩემი მწუხარება! ბატონ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ლალის, მთელს ოჯახსა და ჩვენს საზოგადოებას.

დიდი თუ პატარა, ყველა ვაცნობიერებთ, რა დიდი დანაკლისი განიცადა დღეს ქართულმა კულტურამ.
პირადად ჩემთვის, ახალგაზრდობიდან, პარიზის ემიგრაციის წლებიდან ბატონი ანზორი ქართული სიმღერისა და გალობის, ანუ ქართული სულის განსახიერება იყო.

წლები გავიდა და ვამაყობ იმით, რომ შემიძლია, დღეს იგი ჩემს უფროს მეგობრად ვახსენო”, – აცხადებს პრეზიდენტი.

ანსამბლ ,,რუსთავის” დამფუძნებელი, ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები