მაროკოს შს მინისტრმა “ისლამური სახელმწიფოს” ახალი სამიზნე დაასახელა

მაროკოს შს მინისტრის, ნასერ ბურიტას განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სამიზნე აფრიკა გახდა.

მისი აზრით, აღნიშნულ პრობლემას ყურადღება საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მიაქციონ.

“აფრიკა “დაეშ”-ის სამიზნე და ყურადღების ცენტრი გახდა. ის ცდილობს, საკუთარი ყოფნა აფრიკაში გააძლიეროს. ამისთვის ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებებსა და დანაშაულებრივ ქსელებთან თანამშრომლობს”, – თქვა ბურიტამ.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ “ისლამური სახელმწიფო” მოზამბიკის ქალაქ პალმას დაესხა თავს. მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 57 ადამიანია დაღუპული – მათ შორის,  უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე. ქალების უფლებადამცველი ასოციაციის წარმომადგენელმა, ჯულია ვაჩავემ განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია კიდევ 60 დაღუპულის შესახებ, თუმცა, ეს ჯერ დაუზუსტებელია.

ასევე, მომხდარის შედეგად 800 პირი დაკარგულად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები