არჩილ თალაკვაძე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო მუსიკოსისა და ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო. უნიჭიერესი, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული და სიკეთით სავსე ადამიანი აღარ გვყავს, სამწუხაროდ. უდიდესი დანაკლისია!
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.