ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ანსამბლი „რუსთავი“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ანზორ ერქომაიშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე – ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები