არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართულ გუშინდელ მოლაპარაკებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ტვიტერში“ ეხმაურება.

„მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და მის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მედიაციისთვის. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია არ იყო მზად დოკუმენტის ხელმოწერისთვის, ჩვენ ჩავუდგებით სათავეში სასამართლო და საარჩევნო რეფორმას დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადებების თანახმად. ჩვენ ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ“, – წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

30 მარტს, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები