ზურაბ ჯაფარიძე: ივანიშვილს ესმის მარტო ძალის ენა, ამიტომ სანამ პარტნიორები ილაპარაკებენ დიპლომატიური ენით, ივანიშვილი არაფერს დათმობს

ივანიშვილს ესმის მარტო ძალის ენა, ამიტომ სანამ პარტნიორები ილაპარაკებენ დიპლომატიური ენით, ივანიშვილი არაფერს დათმობს, – გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განცხადა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა.

“არ დაუჯეროთ არაფერს, რაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თქვეს. ტყუილი იყო მეტწილად რაც ისაუბრეს. მოლაპარაკების პროცესი ამჯერადაც წარიმართა იგივე სცენარით რა სცენარითაც წინა მოლაპარაკების სცენარი წარიმართა.

მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელზეც ქართული ოცნება იტყოდა რომ ჩვენ ამ ტექსტს ვაწერთ ხელს. სამწუხაროა, რომ შეთანხმება ვერ შედგა. მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები