გიორგი ვაშაძე: “ოცნებამ” გადაწყვიტა მოგვიყარონ რაღაც თანამდებობები პარლამენტში, ეგონათ, ვინმე დათანხმდებოდა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, რეალური ცვლილების ნაცვლად, ქართულმა ოცნების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, “მიეყარათ თანამდებობები პარლამენტში” და ამით ოპოზიცია დაეთანხმებინათ.

“ქვეყანას მართავენ არა ადამიანები, რომლებსაც რამე უნდათ, რომ გააკეთონ ქვეყნისათვის, არამედ ჩვეულებრივი კორუმპირებული მძარცველები, რომლებსაც უნდათ ერთადერთი რამ — შეინარჩუნონ ხელისუფლება.

ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე რაც არის, სამ საკითხს, რომელიც გამოქვეყნდა ამ დოკუმენტში, მე მზად ვარ, რომ დღესვე ხელი მოვაწერო, მაგრამ 2 საკითხი, რომელიც მანდატით იყო განსაზღვრული, რომელიც ჩვენ, ისევე, როგორც ქართულმა ოცნებამ, გადავეცით მედიაციის მხარეს, ამ ორ საკითხზე არ არის შეთანხმება.

ქართულმა ოცნებამ დღეს გადაწყვიტა, რომ მძევლად დაიტოვოს ორიდან ერთი ადამიანი, გადაწყვიტა, რომ საერთოდ თავის გაცემულ პირობაზე შარლ მიშელთან თქვას უარი და არანაირი ჩანაწერი არ ყოფილიყო ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ამის გარდა, გადაწყვიტეს, რომ ფარსად აქციონ საარჩევნო რეფორმა, ასე ვთქვათ, ზედაპირულად წარმოგვიდგინონ სასამართლო რეფორმა და უბრალოდ მოგვიყარონ რაღაც თანამდებობები პარლამენტში, ამით ეგონათ, რომ ვინმე ოპოზიციიდან ამას დათანხმდებოდა”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები