4 წევრი ქმნის ფრაქციას – დენიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის კიდევ ერთი წინასწარი ვერსია
წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, დენიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის კიდევ ერთი ვერსია გახდა ცნობილი.
ინფორმაციას On.ge აქვეყნებს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხას ევროკავშირი გადაიხდის;
გიორგი რურუა ციხიდან ელექტრონული სამაჯურით ნოემბერში გამოვა, დასახელდა 19 ნოემბერიც.
ასევე, საუბარია რურუას გათავისუფლებაზე უდოს კომისიის საშუალებით;
განიხილება სრულად პროპორციული არჩევნები. 0-დან 3%-მდე ბარიერით;
4 წევრი ქმნის ფრაქციას;
პროკურორის დანიშვნა მოხდება პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ით;
ცესკოს თავმჯდომარე დაინიშნოს პარლამენტის 2/3-ით და მოადგილე იყოს ოპოზიციის დასახელებული;
ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით, შეიქმნას ნათელი კრიტერიუმები, სავარაუდოდ, 10%-იან ცდომილებაზე მოხდეს ავტომატური გადათვლა;
პარტიების რეგისტრაციისა და დაფინანსების განხილვისას, უნდა გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები;
გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის ხარისხი — აქ იგულისხმება როგორც მოსამართლეების დანიშვნა
შერჩევაა, ასევე, ახალი კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოს შეეხება;
შეჩერდეს მოსამართლეების დანიშნვნა;
გენერალური პროკურორის დანიშვნისას იყოს საჯარო დებატები, ასევე, მულტიპარტიული შეთანხმება, კერძოდ, საუბარია უმრავლესობის მხარდაჭერაზე პარლამენტში;
5 კომიტეტს უხელმძღვანელოს ოპოზიციამ, მათ შორის, საპროცედუროს, იურიდიულს, საგარეოს, ფინანსთა და იყოს 2-ის თავმჯდომარე;
საარჩევნო რეფორმის საფუძველზე ოპოზიციამ მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრა უკვე 3 საათია მიმდინარეობს და ამ დრომდე გრძელდება.