გია ხუხაშვილი: მელია იქნება მსოფლიოში პირველი პოლიტიკოსი, რომლის გირაოს თანხა ოცდაშვიდ ქვეყანაში შეაგროვეს
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მელიას გირაო ევროკავშირმა გადაიხდოს.
მისი თქმით, “მელია იქნება მსოფლიოში პირველი პოლიტიკოსი, რომლის გირაოს თანხა ოცდაშვიდ ქვეყანაში შეაგროვეს”.
შეგახსენებთ, რომ შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრა ამ წუთებში ისევ მიმდინარეობს.
შეხვედრის დასრულებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელიას გირაოს ევროკავშირი გადაიხდის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტში კი რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა.
ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დასრულდება დანიელსონის მედიაციით მიმდინარე შეხვედრა.