დენიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ახალი ვერსია გახდა ცნობილი.
ინფორმაციას “პუბლიკა” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი მზადაა ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს ნიკა მელიას გირაო. გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. „უდოს” მექანიზმით, ნოემბერში.
- გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს, როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს.
- ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს…
- შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.
- პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.
- გენერალური პრიკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით.
- ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს ოპოზიციის წარმომადგენლი.
წინასწარი ინფორმაციით, არჩევნების თაობაზე დოკუმენტში არაფერი წერია, რამაც გამოიწვია მედიაციის პროცესის შეფერხება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გასულები არიან დოკუმენტის ახალი ფორმულირებისთვის. შეხვედრა გრძელდება. ეს ინფორმაცია წარმოადგენს პუნქტების შინაარს და არა მათ ზუსტ ფორმულირებას.