გიგი წერეთელი: რა ინფორმაციაც გამოვიდა, ჯერჯერობით არ იძლევა იმის პერსპექტივას, რომ დღეს კარგი შეთანხმება მოხდება

რა ინფორმაციაც დღეს გამოვიდა, ჯერჯერობით არ იძლევა იმის პერსპექტივას, რომ დღეს კარგი შეთანხმება მოხდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

ის ასევე ფიქრობს, რომ შესაძლოა მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი გახდეს საჭირო.

„შეიძლება განაცხადი იყოს, რომ პოზიციები დაახლოვდა ამ საკითხებში და ჩვენ დაგვჭირდება კიდევ ერთი რაუნდი. შეიძლება ასეც მოხდეს. კარგია, თუ გვეყოფა იმდენი სიმწიფე ყველას, რომ ჩვენს მოსახლეობას დამატებით არ „დავგრუზავთ“ და არ დავადებთ დამატებით ფსიქოლოგიურ ტვირთს რა და როგორ იქნება. ისედაც რთულ მდგომარეობაშია ხალხი“, – განაცხადა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები