თავდაცვის ძალების მეთაური დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი, გიორგი მათიაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის და ურთიერთთავსებადობის დირექტორს, გენერალ-მაიორ ბენ კაიტის შეხვდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მან სამხედრო დაზვერვისა და საინფორმაციო ოპერაციების მიმართულებით დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრის დასასრულ, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი – ირაკლი ჭიჭინაძე და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები