სალომე სამადაშვილი: მონახაზი, რასაც მედიატორი შემოგვთავაზებს, ჩავთვლით, რომ იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის კარგი სამოქმედო გეგმა, ცხადია, ჩვენ შესაბამისად განვიხილავთ დოკუმენტის ხელმოწერას
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ეხმაურება.
მისი თქმით, მედიატორის მხრიდან შეთავაზებული წინადადებების განხილვა მოხდება და შესაბამისად მოეწერება ხელი დოკუმენტს.
“მონახაზი, რასაც მედიატორი შემოგვთავაზებს, ჩავთვლით, რომ იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის გადასარჩენად და დასაცავად წარმოდგენილი კარგი სამოქმედო გეგმა, ცხადია, რომ ჩვენ შესაბამისად განვიხილავთ დოკუმენტის ხელმოწერას”, – აღნიშნა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, დანიელსონის თქმით, მან პარტიების ლიდერებს უთხრა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ტექსტს დადებს და საბოლოოდ პარტიებზეა დამოკიდებული, რომ აიღონ პასუხისმგებლობა დოკუმენტის ხელმოწერაზე.