ჰენრიკ ჰრინევსკის გამოფენა – სიღნაღის მუზეუმი

სიღნაღის მუზეუმში საქართველოში მოღვაწე პოლონელი მხატვრის ჰენრიკ ჰრინევსკის ნამუშევრები გამოიფინა.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენის პარალელურად გამოიცა წიგნი „ჰენრიკ ჰრინევსკი“, რომელიც აერთიანებს მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევას, სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს და საარქივო მასალას.
მუზეუმი ღიაა: სამშაბათი-კვირა, 10:00-17:30.
სიღნაღი, შ. რუსთაველის ჩიხი 8.
რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის: https://bit.ly/37KzzH8
ვრცლად გამოფენის შესახებ: https://bit.ly/35BIFDx