აზერბაიჯანში კორონავიუსით ინფიცირების 2 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 2 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ პანდემიის დაწყებიდან რესპუბლიკაში 259 476 ინფიცირებულია გამოვლენილი.
კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემით, ვირუსს ერთ დღეში 25 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 3 538 ლეტალური შემთხვევაა.
ამჟამად, მკურნალობას 18 600 ადამიანი გადის, 237 338-მა პირმა ვირუსი დაამარცხა.