AstraZeneca-ს ვაქცინას სახელწოდება შეუცვალეს
კომპანია AstraZeneca-ს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სახელი შეუცვალეს და მას ახლა VaxzevriaCorona დაარქვეს.
ინფორმაცია ევროპის წამლების სააგენტოს საიტზე გავრცელდა.
შვედეთის მედიკამენტების სააგენტოს პორტალზე აღნიშნულია, რომ აღნიშნული ფაქტი არ გამოიწვევს სხვა ცვლილებას, თუმცა, სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ სახელწოდების შეცვლის შესახებ, რადგან პროდუქტის შესახებ ინფორმაცია, მარკირება და შეფუთვა შეიცვლება.