თსუ კინო-ტელეხელოვნების წარმომადგენლები საზღვრისპირა სოფელ დვანის საჯარო სკოლას ესტუმრნენ

„ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით“ – საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, თსუ კინო-ტელეხელოვნების კათედრის (ხელმძღვანელი – მერაბ კოკოჩაშვილი) წარმომადგენლები რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლოს საზღვრისპირა სოფელ დვანის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორებმა დვანის საჯარო სკოლას თსუ-ისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საჩუქრები – წიგნები და სასკოლო ინვენტარი გადასცეს.
„სიკეთე თავად ქმნის სიკეთეს. ჩვენ წინასწარ გავარკვიეთ სკოლის საჭიროებები. ამიტომ, დვანში ჩატანილი საჩუქრებით სკოლის მოსწავლეები ძალიან გავახარეთ“, – განაცხადა საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორმა, ნინო გელოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები