2 აპრილი – საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე ონლაინ გაიმართება

2 აპრილს, თბილისის დროით 8 საათზე, ლიტერატურისა და ხელოვნების მცოდნეთა და შემოქმედთა საერთაშორისო ცენტრ „აგორაზე” საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება ონლაინ გაიმართება.
პროექტის ავტორი და მთავარი შემსრულებელი – „აგორას“ მოდერ-კოორდინატორი თეონა ფუტკარაძე.
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ,  საკუთარი ან ახლობელი ბავშვის ფოტო ან მის მიერ წაკითხული ვიდეო, ანდა, როგორ უკითხავენ უფროსები მას რაიმეს, გაუგზავნონ მოდერ-კოორდინატორს. ასევე შეიძლება  საბავშვო ლექსის „აგორაზე“ გამოცხადებული კონკურსისთვის გაგზავნა, ანდა რაიმე ამბის მოყოლა და ასე შემდეგ..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები