„ვილაპარაკოთ, 33 ამბავი აფხაზეთზე“ – წარდგენა

3 აპრილს, 17 საათზე,„ მზიურის“ ამფითეატრში „ინტელექტის“ ახალი გამოცემის – „ვილაპარაკოთ, 33 ამბავი აფხაზეთზე“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ვილაპარაკოთ, 33 ამბავი აფხაზეთზე“ – „ეს წიგნი იმ ამბებზეა, რომლებიც ომზე უფრო ბევრს ჰყვებიან, ვიდრე მშვიდობაზე! ეს წიგნი იმ მშობლებზეა, რომელთა შვილებიც ომმა იმსხვერპლა, მერე კი თვითონ შეეწირნენ გარდაცვლილ შვილებს! ეს წიგნი იმ ბავშვებზეა, რომლებიც ერთ საათში ან ერთ დღეში გაზარდა ომმა, ხოლო გაზრდილებს სამუდამოდ მიუსაჯა ბავშვის თვალები! ეს წიგნი იმ ჭრილობებზეა, რომელსაც ომი აჩენს, მაგრამ რომლის მოშუშებაც მშვიდობას შეუძლია! რომ უკვე დროა, ვილაპარაკოთ, ეს წიგნი იმაზეა!“
წიგნში შესულია: ნაირა გელაშვილის, გურამ ოდიშარიას, ირაკლი სამსონაძის, ვახტანგ კომახიძის, თამრი ფხაკაძის, ბექა ქურხულის, ნინო გუგეშაშვილის, დათო ქარდავას, ირაკლი კაკაბაძის, კობა ცხაკაიას, ირაკლი ლომოურის, ნინო სადღობელაშვილის, მიხო მოსულიშვილის, ილია ჭანტურიას, მანანა მენაბდის, გელა ჩქვანავას, დათო ტურაშვილის, კოტე ჯანდიერის, მარინა ელბაქიძის, რეზო თაბუკაშვილის, თეონა დოლენჯაშვილის, შორენა ლებანიძის, ბესო პაპასქუას, ნანა აკობიძის, ლადო კილასონიას, მანანა დუმბაძის, ანდრო ბუაჩიძის, მარიანა ნანობაშვილის, ბესო ხვედელიძის, თეა თოფურიას, ირმა მალაციძის, ბესო სოლომანაშვილის და მაკა მიქელაძის ტექსტები.
პროექტის ავტორი: ირაკლი შამათავა; რედაქტორები: ინა არჩუაშვილი, ირაკლი შამათავა. პროექტის კონსულტანტი: ირმა ბერიძე; მხატვარ-ილუსტრატორი: მამუკა ტყეშელაშვილი; დიზაინერი: თამაზ ჩხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები