თეთრი სახლი: აშშ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის გააქტიურებას გეგმავს
შეერთებული შტატები უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის გააქტიურებას გეგმავს, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და კორუფციასთან ბრძოლას.
ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანლის, ანდრეი ერმაკის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთდა.
“სალივანმა შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა, განგრძობადი აგრესიის პირობებში. მან ასევე აღნიშნა ბაიდენის ადმინისტრაციის ვალდებულება, გაააქტიუროს აშშ-ისა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გეგმის მხარდასაჭერად, კორუფციის დაძლევისა და რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობას, უსაფრთხოებასა და უკრაინის ხალხის კეთილდღეობას”, – ნათქვამია განცხადებაში.