„პერსონაჟი და გრიმი” – ონლაინფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული პროფესიული მომზადების პროგრამის – „მხატვარ-გრიმიორი“ – სტუდენტებმა (ხელმძღვანელი ანუკა მურვანიძე), ეკატერინბურგის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მოწვევით, მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ გრიმის საერთაშორისო ონლაინფესტივალში – „პერსონაჟი და გრიმი”.

თინათინ გურჩიანის გრიმი – „ტყის დედოფალი“;
გიორგი დევდარიანის გრიმი – „Krampus”;
მარიამ მარიამულის გრიმი – „ამირანი“
ონლაინფესტივალის მთავარი მიზანია, სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი შემოქმედების რეალიზაციის ხელშეწყობა.
ონლაინფესტივალის გამარჯვებულები მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს გამოვლინდნენ .
3 ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტები არიან:
ნომინაციაში Fantasy-art გაიმარჯვეს: მარიამ მარიამულმა და გიორგი დევდარიანმა, ხოლო დამატებით (+) ნომინაციაში – თინათინ გურჩიანმა.