რა გადაწყვეტილებები მიიღეს გელათთან დაკავშირებით – თემაზე მინისტრთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით პირველადი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილეებმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით პროფესიონალ არქიტექტორ-რესტავრატორებთან ორი შეხვედრა გამართეს და, კონსენსუსის საფუძველზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული სახურავის მოწყობის ტექნოლოგიაზე (მათ შორის, კირდუღაბის შემადგენლობისა და ხარისხის) კვლევის ჩატარების; უკვე დაგებული წითელი მოჭიქული კრამიტიდან ნიმუშების აღებისა და მათზე ექსპერტიზის ჩატარების; ასევე, წყალამრიდების მოწყობის პროექტის უმოკლეს ვადაში შემუშავების თაობაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები