სომხეთმა COVAX-ს პლატფორმის საშუალებით ვაქცინის პირველი პარტია მიიღო

სომხეთმა COVAX პლატფორმის საშუალებით კორონავიუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მიიღო.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ერევანს გადაეცა AstraZeneca-ს ვაქცინის 24 ათასი დოზა.
პირველ ეტაპზე პრეპარატს შეუყვანენ მედიკოსებს, 65 წელს ზემოთ პირებს, ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებსა და სოცმუშაკებს.
აღინიშნება, რომ ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი. სომხეთში სამი ვაქცინის გამოყენებაა ნებადართული – Pfizer-ის, AstraZeneca-სა და Sputnik V-ის.
28 მარტს ვაქცინის ანალოგიური რაოდენობა კოსოვომ მიიღო.
სომხეთში ბოლო დროს ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები