„ქართული ხელნაწერი წიგნი” – მუდმივმოქმედი გამოფენა
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განახლდა მუდმივმოქმედი გამოფენა – „ქართული ხელნაწერი წიგნი”. ექსპოზიციის პირველი სტუმრები 133-ე სკოლის მოსწავლები იყვნენ.
ერთი თვის განმავლობაში დამთვლიერებელს შესაძლებლობა ექნება, ნახოს უნიკალური ხელნაწერების ორიგინალები: „ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერი, სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა”, ქართლის დედოფლის, მარიამის დაკვეთით შექმნილი „ქართლის ცხოვრების” ხელნაწერი.
ქართული ხელნაწერების გვერდით, ერთი თვის განმავლობაში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, ნახოს ებრაული კოლექციის გამორჩეული ექსპონატები: თორები, მე-10 საუკუნის „ლაილაშის ბიბლიის” ერთადერთი ფაქსიმილური გამოცემა, მეფე ერეკლეს მიერ გაცემული მოხატული ხელნაწერი.
გამოფენაზე სტუმრობის მსურველი ჯგუფებისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია:
ტელ.: 599899635; ელ-ფოსტა: exb.edu@manuscript.ac.ge.