ფოკლორის ცენტრის არქივი – მიხეილ კავსაძე

ფოკლორის ცენტრს მალე ლეგენდარული ლოტბარის – მიხეილ კავსაძის პირადი არქივის მასალებს შესთავაზებს ფართო საზოგადოებრიობას.
ამის შესახებ თავად ფოკლორის ცენტრის ფეისბუქგევრდზეა ინფორმაცია გამოაქვეყნებული.
„მიხეილ კავსაძის ოჯახისა და ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით, ფოლკლორის ცენტრს საშუალება მიეცა, გასცნობოდა ლოტბარის პირად არქივს. მიხეილის შვილიშვილებმა – ცისანა და თეიმურაზ კავსაძეებმა – თავად მოგვიტანეს პაპის არქივი, რომლის გაცნობის, შესწავლისა და გაციფრების შემდეგ ფოლკლორის ცენტრი ფართო საზოგადოებას უახლოეს მომავალში შესთავაზებს ამ მასალების ექსკლუზივს: უნიკალური აფიშების, პროგრამების, ფოტოების, წერილების, დღიურების, სიმღერის ტექტსებისა და სხვა სახით.
კავსაძეების მომღერალი გვარი ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეულია ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობის ისტორიაში. შიდა ქართლს, ხოვლეს, უკავშირდება მათი ფესვები. მღვდლების – ლონგინოზ და გრიგოლ კავსაძეების შთამომავლები თითქმის ორი საუკუნე ემსახურებოდნენ ქართულ სამუსიკო ფოლკლორს და ღრმა კვალიც დატოვეს უძველესი სიმღერების მოძიების, აღდგენის, გაცოცხლებისა და გადარჩენის საქმეში. ამ ლეგენდარულ მომღერალ ლოტბარებს შორისაა მიხეილ კავსაძე – ამ გვარის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელი.
ფოლკლორის ცენტრმა რამდენიმე წლის წინ გამოსცა მონოგრაფია აუდიოალბომით – ,,კავსაძეები“, რომელშიც შესულია მიხეილ კავსაძის შემოქმედებითი ბიოგრაფიაც.
დიდი მადლობა ცისანა და თეიმურაზ კავსაძეებს წინაპრის ნაღვაწის მოვლისა და გაფრთხილებისათვის. ასევე, დიდ მადლობას ვუხდით ანზორ ერქომაიშვილს“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები