ენერგოეფექტურობა ჰიბრიდული ომების ეპოქაში

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ენერგეტიკული უსაფრთხოება სამხედრო ხედვის ძირითადი სტრატეგიული ფაქტორია. ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, რომ ეს გახდა ალიანსის მთავარი და სულ უფრო მზარდი გამოწვევა იმ ეპოქაში, სადაც ჰიბრიდული ომების თემა დომინანტური ხდება.

ტერმინი „ჰიბრიდული საფრთხე“ გულისხმობს მოქმედებას, რომელსაც ახორციელებს ესა თუ ის სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი, რომლის მიზანია აშკარა და ფარული სამხედრო და არასამთავრობო საშუალებების შერწყმით დაამარცხოს ან დააზიანოს სამიზნე. ჰიბრიდული საფრთხეები გულისხმობს დეზინფორმაციას, კიბერ-შეტევებს, ეკონომიკურ ზეწოლას, არარეგულარული შეიარაღებული დაჯგუფებების გადასხმას და რეგულარული ძალების გამოყენებას. ხშირად, ასეთი მოქმედებების ხანგრძლივია და ერთდროულად გამოიყენება.

ჰიბრიდული ომი უხეშად განისაზღვრება როგორც „რუხი მოქმედებების“ ომი, რომელიც ხშირად შეიარაღებული კონფლიქტის მიჯნაზე იწარმოება. იგი შექმნილია სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული საფუძვლებისადმი საზოგადოების ნდობის მოშლა, პირველ რიგში კიბერ შეტევებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევით, მათ შორის ენერგომატარებლებზე, ან მიზანმიმართული დეზინფორმაციის მეთოდებით. ამ თვალსაზრისით, იგი პოტენციურ საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს, რადგან ქვეყნებს, ტერორისტულ ორგანიზაციებსა და კრიმინალურ აქტორებს შედარებით ანონიმურობას ანიჭებს და შესაძლებლობა საძლევს დაბალბიუჯეტიანი და მაღალპროდუქტიული მეთოდით ზეგავლენა მოახდინონ სხვა სახელმწიფოების პოლიტიკაზე და პოლიტიკურ კურსზე.

წიაღისეული საწვავიდან ენერგიის განახლებადი წყაროებზე გადასვლა კარგია პლანეტისთვის. ამასთან, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ელექტროენერგიის მიწოდებას კიბერ-შეტევებისგან უფრო დაუცველს ხდის.

ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მწარმოებელი რუსეთი და ეს ყველაზე ეფექტურად განახორციელა 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიისას. კრემლი დღესაც განაგრძობს ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებას, განსაკუთრებით კი ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სურს მიიღოს მისთვის სასურველი პოლიტიკური შედეგები, მათ შორის პროდასავლური მთავრობების შერყევა, ნატოს ალიანსის დაშლა და შესუსტება, ან საკუთარი ეკონომიკური ინტერესების განვითარება. ცოტა ხნის წინ კიბერ-შეტევებსა და დეზინფორმაციულ კამპანიებში ჩინეთიც ჩაერთო. მისი ძირითადი სამიზნე ნატოს მოკავშირეებია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, როგორც ეს ხაზგასმულია ექსპერტების NATO 2030  მოხსენებაში.

საბოლოო ჯამში,  ჰიბრიდული ომით გამოწვეული ენერგოსექტორის გამოწვევებს შეუძლია შეაფერხონ ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო ეფექტურობა და ერთიანობა.

თუ ალიანსს სურს მოაგვაროს თავის წევრებს შორის დამოკიდებულებები და შეასრულოს პლატფორმის როლი, რათა შეიქმნას კომპლექსური ოპერაციული რისკებისა და მოწყვლადობის საერთო სურათი, ამ საფრთხეების დაძლევას დრო და ძალისხმევა დასჭირდება.

ენერგოსექტორი სულ უფრო ხშირად ხდება სამიზნე

ჰიბრიდული ომის მასშტაბები იზრდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში ჰიბრიდული საფრთხეების მკვეთრი ზრდა შეინიშნება: კიბერ შეტევებითა და დეზინფორმაციული კამპანიებით დაწყებული ფარული სამხედრო ოპერაციებით დასრულებული. საფრთხეები სულ უფრო ხშირი, რთული, დესტრუქციული და ძალმომრეობითია, ხოლო ჰიბრიდული ომის შედეგები სულ უფრო მძიმეა ეკონომიკისა და უსაფრთხოების სექტორებში, განსაკუთრებით კი ენერგეტიკის სექტორში.

ნატო-ს მოკავშირეების ისევე როგორც სხვა ქვეყნების ენერგეტიკული აქტივების, პოლიტიკის ან მარაგების წინააღმდეგ რუსეთმა სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხე გამოიყენა. ბულგარეთისა და რუმინეთის წინააღმდეგ  მან გამოიყენა პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები და დეზინფორმაციული კამპანიები, რათა ძირეულად შეეფერხებინა ამ ქვეყნების მცდელობა, აღარ ყოფილიყვნენ დამოკიდებული რუსეთის ენერგეტიკულ წყაროებზე.

მომარაგების შეფერხებები ხშირად იყო გამოყენებულ წარსულში, განსაკუთრებით ცნობილია უკრაინის შემთხვევა 2009 წელს, იქამდე ბალტიის ქვეყნები იყო, ხოლო შედარებით ახლახან, ბულგარეთის წინააღმდეგ.

პოლიტიკურ გავლენასთან ერთად რუსეთმა ასევე გამოიყენა თავისი ეკონომიკური გავლენა უნგრეთში ენერგეტიკული დღის წესრიგის გასაუმჯობესებლად, სადაც ახლა პაქსის ბირთვული ელექტროსადგურის (Paks Nuclear Power Plant) გაფართოება მიმდინარეობს რუსული ენერგეტიკული ტექნოლოგიის გამოყენებით. ანალოგიურად, გერმანიაში რუსეთმა გამოიყენა თავისი კომერციული და პოლიტიკური კავშირები, ისევე როგორც სხვა საეჭვო გავლენები, სადავო Nord Stream II-ის 12 მილიარდი ევროს ღირებულების მილსადენის წინსვლისთვის, რომელიც ახლა დასრულების პროცესშია. მეტიც, 2020 წელს საეჭვო რუსულმა ჯგუფმა, Berserk Bear APT-მა, დაიწყო კიბერ შეტევები გერმანიის ენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ, ხოლო იქამდე, 2018 წელს, მონაწილეობდა კიბერ შეტევებში გერმანიის კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კიბერ შეტევები ენერგეტიკულ აქტივებზე ასევე გამოვლენილია ალიანსის სხვა წევრებში, მათ შორის პოლონეთში, თურქეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს კიბერ კამპანიები თან ახლავს ენერგორესურსების სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორიცაა მავნებლური ზემოქმედებები და ბუნებრივი გაზის მიწოდების შემცირება. ერთად აღებული, აშკარაა, რომ – ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო ხშირად და სულ უფრო მეტად ენერგეტიკის სფეროში – რუსეთი აწარმოებს მიზანდასახულ ჰიბრიდულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესუსტებას.

იმავე პერიოდში, ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის, რუსეთის ჰიბრიდული კამპანია ყველაზე აშკარა იყო უკრაინაში, რომელიც აერთიანებს მიწოდების შეფერხებებს, კიბერშეტევებს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას და დეზინფორმაციის მცდელობებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და პოლიტიკური არასტაბილურობის დასაწყებად. ყველაზე ხელისშემშლელი იყო რუსეთის მიერ 2009 წელს ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტა, მაგრამ თავდასხმები გაგრძელდა და სულ უფრო რთული და ძალმომრეობითი ხდებოდა.

აღსანიშნავი მაგალითია 2015 წლის დეკემბრის „შავი ენერგიის“ სახელით ცნობილი კიბერ-შეტევა დასავლეთ უკრაინის ელექტროსადგურზე, რამაც ელექტროენერგია გათიშა თითქმის მეოთხედი მილიონი მაცხოვრებლისთვის ექვსი საათის განმავლობაში. ამას მოჰყვა ერთი წლის შემდეგ, CrashOverride / Industroyer მავნე პროგრამის გამოყენებით უფრო დახვეწილი შეტევა ელექტრო ქსელზე, რომელიც დედაქალაქ კიევს ელექტროენერგიით ამარაგებს. წინა შეტევაზე ნაკლები ხანგრძლივობისა და მოცულობის მიუხედავად, მიზანი გაცილებით საშინელი იყო: ის მიზნად ისახავდა იმ ელექტრო უსაფრთხოების რელეების კომპრომეტირებას, რომლებიც გამოიყენება მძლავრი მოწყობილობების დასაცავად. ანალიტიკოსების მიერ რომ არ ყოფილიყო გამოვლენილი, შეტევის საბოლოო ფაზას ელექტროენერგიის მიწოდების ხანმოკლე ჩაშლის შემდეგ შეეძლო ძვირადღირებული და ძნელად შესაცვლელი აღჭურვილობის ფიზიკური განადგურება.

ევროატლანტიკური სივრცის მიღმა, ირანი და სხვა საეჭვო სახელმწიფოები ამჟამად ატარებენ რთულ ჰიბრიდულ კამპანიას საუდის არაბეთის ენერგეტიკული აქტივების წინააღმდეგ. ეს კამპანია შეიძლება იყოს ჰიბრიდული ომის მომავლის ილუსტრაცია, განსაკუთრებით ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში. როგორც ფარული, ისე აშკარა სამხედრო ოპერაციების და მარიონეტული ძალების გამოყენების საშუალებით, ირანმა არაერთხელ მოშალა საუდის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

2019 წლის ბოლოს საუდის არამკო აბკაიკის (Saudi Aramco Abqaiq) გადამამუშავებელ ქარხანას შეეჯახა დრონი, რაშიც ჰაუტის ძალებს ადანაშულებენ. სავარაუდოდ, სწორეს ჰაუტის ძალები აწარმოებს ირანის ფართო ჰიბრიდულ კამპანიას საუდის არაბეთის წინააღმდეგ.

საუდის არაბეთის წინააღმდეგ მიმდინარე ირანულ კამპანიაში მტრულად განწყობილი აქტორების შესაძლო შეთქმულებამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია და შეიძლება მძიმე შედეგები მოუტანოს ნატოს მოკავშირეებს. კერძოდ, 2017 წლის კიბერ შეტევა პეტრო რაბის (Petro Rabigh) კომპლექსზე, რასაც მოყვა ობიექტის ძვირადღირებული გათიშვა და სასამართლო ექსპერტიზა, რის შედეგადაც მოხდა გაზის უკონტროლო გამოთავისუფლება და აფეთქება. მიუხედავად თავდაპირველი ვარაუდისა, რომ ცალსახად ირანი იყო პასუხისმგებელი თავდასხმის დროს საშიში ტრიტონის გამოყენებაზე, შეერთებულმა შტატებმა დაასკვნა, რომ პროგრამა შემუშავდა რუსეთის მიერ და მის განვითარებასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა სამეცნიერო დაწესებულებას. ეს საშიში პროგრამა ასევე იყო გამოყენებული შეერთებული შტატების ენერგეტიკულ კომპანიებზე თავდასხმებში.

ირანის კამპანიის სხვა საეჭვო ღონისძიებებია ირანის ჰუტის მოკავშირეების ორი საჰაერო ხომალდის დარტყმა საუდის გადამამუშავებელ ქარხნებზე, ფარული თავდასხმები საუდის არაბეთის რეგისტრირებულ ორ ნავთობტანკერზე სპარსეთის ყურეში და ბოლოს, თავდასხმები უცხოეთის დროშის ქვეშ მცურავ ორ ტანკერზე საუდის პორტებში წითელ ზღვაზე. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოს  საუდის არაკომ აბქაიკის (Aramco Abqaiq) ქარხანაზე საჰაერო დარტყმებზე პასუხისმგებლობა ჰაუთის ძალებმა აიღეს, შედეგად დადასტურდა, რომ ირანი არ იყო ჩართული ამ კამპანიაში და, იმავდროულად, გამოვლინდა საუდის არაბეთში საჰაერო თავდაცვის სუსტი მხარეები.

რისკები ნატოსა და მისი პარტნიორებისთვის

მოკავშირეთა ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობა ნატოს სამიტზე ბრიუსელში, 2018 წელს: ”სტაბილური და საიმედო ენერგომომარაგება, მარშრუტების, მომწოდებლებისა და ენერგორესურსების დივერსიფიკაცია და ენერგეტიკული ქსელების ურთიერთდაკავშირება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და გაზრდის ჩვენს მდგრადობას პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები, პირველ რიგში, ეროვნული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ენერგეტიკულმა განვითარებამ შეიძლება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა მოახდინოს მოკავშირეებზე და ასევე გავლენა მოახდინოს ჩვენს პარტნიორებზე. ”

კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს პოტენციურ სამიზნეებს, რამაც შეიძლება მოწინააღმდეგეს მისცეს მაცდური უპირატესობები, როგორიცაა:

  • ენერგომომარაგების შეფერხება სწორედ მაშინ, როდესაც არამეგობრული მთავრობის მოქმედებებმა სავარაუდოა რომ გამოიწვიოს ნატო-ს რეაგირება;
  • ისეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მუშაობის შეფერხება, რომელზედაც  დამოკიდებული სამხედრო ინფრასტრუქტურა და რომლის დაზიანებამ შესაძლოა მოშალოს სოციალური კავშირგაბმულობა;
  • დესტრუქციული შესაძლებლობების ჩვენება დაშინების მიზნით.

მეტიც, მავნე კიბერ აქტივობა არის ეფექტური, იაფი (სახელმწიფოსთვის) და უარყოფითი შედეგების მომტანი.

ეპოქაში, როდესაც ინტერნეტი და ინტერნეტით საქმის წარმოება (მათრ შორის ვაჭრობა) სულ უფრო მოთხოვნადია, საზოგადოებები და ინფრასტრუქტურა სულ უფრო დაუცველი ხდება რისკების მიმართ. ენერგეტიკის სექტორში, გლობალური ენერგიის მიწოდების ჯაჭვის ურთიერთდაკავშირებულობა უზრუნველყოფს მეტად ეფექტურ და მასშტაბურ ეკონომიკას. ამასთან, ოპერაციული ტექნოლოგიების უფრო მეტი წვდომისა და ურთიერთკავშირის საჭიროება ასევე ქმნის შეტევის უამრავ ვექტორს. გლობალური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაფართოების, ინტეგრირებისა და კავშირის კავშირზე დამოკიდებულების გაზრდის თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვხედავთ კიბერ კრიმინალების ზრდას, ხშირად სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ მავნე პროგრამებს, რომლებიც ხელს უშლიან ენერგიის განაწილებას უფრო ფართო არეალში.

Huawei/5G–ს შესახებ დებატები, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ასახავს. ნატოს წევრ ქვეყნებში განლაგების შემთხვევაში, შეიძლება Huawei-ის საკომუნიკაციო მოწყობილობა ჩინეთის მთავრობამ შეაღწიოს ან სხვაგვარად მოახდინოს კომპრომეტირება?

იწყებს თუ არა ჰიბრიდული საფრთხე ახალი განზომილებების მიღებას? ახლა უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ კიბერ შეტევებზე, არამედ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ფიზიკური აპარატურის ინსტალაციაზეც? განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს აპარატურა მზადდება პოტენციურად მტრულ ქვეყნებში? შესაძლებელია აპარატურაში ჩამონტაჟდეს რაიმე გადაზიდვების დროს?

ასეთი პოტენციური მოწყვლადობა ასევე ჩანს ენერგეტიკის სექტორში. მაგალითად, დასავლეთში ახლად აშენებული ელექტროსადგურები მოიცავს ჩინეთში წარმოებულ კრიტიკულ კომპონენტებს? რომელიმე კომპონენტს ხომ არ აქვს ექსპლუატაციის დამატებული მახასიათებლები და ფუნქციები? ამგვარი პრობლემების გათვალისწინებით, 2020 წლის მაისში, აშშ-ს ადმინისტრაციამ კოლორადოსკენ მიმავალ გზაზე ამოიღო 3 მილიონი დოლარის ღირებულების ჩინური წარმოების ტრანსფორმატორი, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს ელექტროენერგიის ქსელის დასაზიანებლად შეერთებულ შტატებში. მალევე ადმინისტრაციამ გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც კრძალავს ქსელისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების მტრულად განწყობილი ქვეყნიდან შემოტანას.

ქსელში სულ უფრო მზარდი  ბრძოლის ველი, ურთიერთდამოკიდებული და სრულად დამოკიდებული მასპინძელი ქვეყნის ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე, პოტენციური შეტევისთვის უზრუნველყოფს მრავალ ვექტორს, საიდანაც მოწინააღმდეგემ შეიძლება შეაფერხოს თხევადი საწვავის ნაკადი ან საბრძოლო ტექნიკის ხელმისაწვდომობა.

ხანმოკლე ან წერტილოვანმა შეფერხებამაც ​​შეიძლება გავლენა მოახდინოს ნატოს ძალების გადაადგილებაზე და დამანგრეველი გავლენა იქონიოს ოპერატიული მისიის უზრუნველყოფაზე კოლექტიური თავდაცვის სცენარში, რომელიც ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლით არის გათვალისწინებული. ნატოს 2010 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ალიანსმა უნდა „განავითაროს და შეინარჩუნოს ძლიერი, მობილური და განლაგებული ჩვეულებრივი ძალები, რათა შეასრულოს როგორც ჩვენი მე-5 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ასევე ალიანსის საექსპედიციო ოპერაციები, მათ შორის ნატოს რეაგირების ძალებით“. სწორედ ეს “ამხედრო მობილობის ხარვეზები“ გამოიკვეთა ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მიერ მომზადებულ 2020 წლის მაისის მოხსენებაში, სახელწოდებით „ერთი მხარე, ერთი საფრთხე, ერთი წარმომადგენლობა: ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის სტრატეგია.“

ნატომ აღიარა ენერგეტიკული უსაფრთხოების და ჰიბრიდული ომის საფრთხე. ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს, მოკავშირეებმა აღნიშნეს ნატოს როლი ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რასაც მოჰყვა 2012 წელს ვილნიუსში ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის გახსნა (NATO Energy Security Centre of Excellence). ახლახან, ნატომ მხარი დაუჭირა ჰიბრიდულ თავდასხმებთან ბრძოლის ბრწყინვალების ევროპული ცენტრის შექმნას (The European Centre of Excellence for Countering Hybrid Threats). საფრთხეები, რომელიც გაიხსნა ჰელსინკში 2017 წლის ოქტომბერში.

2020 წელს ნატოს სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა საბჭომ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო შექმნილიყო კვლევითი დავალების ჯგუფი, რომელიც ფოკუსირდებოდა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ჰიბრიდული ომის ეპოქაში. სამუშაო ჯგუფში გაერთიანებული იქნება 80-ზე მეტი მკვლევარი ათზე მეტი ქვეყნიდან, სამუშაო ჯგუფი გაანალიზებს ჰიბრიდულ-ენერგეტიკულ საფრთხეს და მის გავლენას ნატო-ს სამხედრო მზადყოფნაზე და მისიის შესრულების უნარზე, წევრების ინფრასტრუქტურული მდგრადობადა და ნატოს მისიაში მონაწილეობის შესაძლებლობას და, საბოლოო ჯამში, ალიანსის უდრეკობას.

ამ ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია ალიანსის მასშტაბით ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმოხილვა. კვლევითი ჯგუფები გამოავლენენ ჰიბრიდულ-ენერგეტიკული ომის მოწყვლადობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამხედრო ოპერაციული ეფექტურობა, საკომუნიკაციო ქსელები, ბაზარზე დაფუძნებული ეკონომიკა და საზოგადოებისთვის ენერგეტიკის მნიშვნელოვანი სერვისების შენარჩუნება და საზოგადოების ნდობა მათი სამთავრობო ინსტიტუტების მიმართ. კვლევა ასევე შეეცდება უზრუნველყოს მეკავშირეები შესაძლო სტრატეგიებითა და საწინააღმდეგო ზომებით, რომელთა განხორციელებასაც შეძლებენ ნატო და წევრი სახელმწიფოები.

ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და მათზე ჩვენმა სულ უფრო მზარდმა დამოკიდებულებამ საომარი მოქმედებების ახალი დომიანი გახსნა, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნატოს პოლიტიკურ და სამხედრო ფუნქციებზე. ციფრული კავშირის ხელმისაწვდომობამ, შეტევებში მონაწილეობის უარყოფის შესაძლებლობამ და ქსელზე დამოკიდებული ოპერაციების გამოყენებით კრიტიკული მნიშვნელობის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დარღვევის უპირატესობამ ხელი შეუწყო ჰიბრიდული ომის განვითარებას.

ნატო ცალსახად არის ჩართული მოკავშირეთა მცდელობებში, რომელთა მიზანია  სისუსტეების აღმოიფხვრა და ამ სფეროში მიღებული გაკვეთილების გათვალისწინება. მხოლოდ ალიანსში დამახასიათებელი ძალისხმევის ერთიანობით მიიღწევა ურთიერთქმედების შესაბამისი დონე უფრო ფართო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე პოტენციურად დამანგრეველი ჰიბრიდული შეტევების გამოვლენის, შეკავებისა და აღდგენის მიზნით.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები