,,მიგირავეს ბინა თითქოს, მაგრამ ეს იყო დაქირავებული და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი მარტოხელა დედა ვარ, ძალიან ცუდ დღეში ვარ” – “სფერო ჰოლდინგის” საქმის დაზარალებული
“მე მიგირავეს ბინა თითქოს, მაგრამ ეს იყო დაქირავებული და ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი. თანხა არ დამიბრუნეს, ბინის დატოვება მომიწია და ძალიან ცუდ დღეში ვარ, ორი ბავშვით, მარტო”,- ამის შესახებ “სფერო ჰოლდინგის” საქმის დაზარალებული ეკა აბულაძე აცხადებს.
,,დეიდაშვილთან ვარ ამ ეტაპზე, მაგრამ არ ვიცი, რამდენი ხანი შეიძლება ასე ცხოვრება. 24 000 დოლარი არის ჩემი თანხა, გავყიდე დასავლეთში ჩემი მშობლების სახლი, წამოვედი ორი ბავშვებით აქეთ. მე მარტოხელა დედა ვარ, მითხრეს, რომ 2 წლით მიგირავებდნენ ბინას, 2 წლის შემდეგ ჩემს თანხას დავიბრუნებდი ჩვეულებრივად, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, არც თანხა დამიბრუნეს და ბინის დატოვება მომიწია“, – აცხადებს დაზარალებული ეკა აბულაძე.
ცნობისთვის, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირია დაკავებული.