გიორგი ბარვენაშვილი: მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლება ბიზნესის თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას უხეშად არღვევდა

“მინდა, გამოვეხმაურო მედიასაშუალება “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და “ფეიკ ნიუსს”, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციას ემსახურება”, – ამის შესახებ ბიზნესმენი,  გიორგი ბარვენაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, წლებია, ბიზნესსაქმიანობას ეწევა და კეთილსინდისიერად  იხდის გადასახადებს.

“წლებია, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ბიზნესსაქმიანობას ვეწევი და კეთილსინდისიერად ვიხდი გადასახადებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემს არც ერთ კომპანიას, არასდროს მიუღია მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში და არც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონია სახელმწიფო სახსრებთან და ბიუჯეტთან. ასევე, იაფფასიანი ტყუილია, თითქოს, რომელიმე საჯარო თანამდებობის პირს ვაფინანსებ.

წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ გვერდით ვიდექი და ამ გუნდის წევრი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლება ბიზნესის თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას უხეშად არღვევდა, დღეს კი, მასთან დაკავშირებული მედიის საშუალებით, აგრძელებს საზოგადოების მოტყუებას და ძალადობას, ეთიკისქ და ობიექტურობის სტანდარტის დარღვევით.

ასეთი უხეში და მდარე “ფეიკ ნიუსი” კარგად აჩვენებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მედია, მათი მეთოდები და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ არ შეცვლილა”, – წერს ბიზნესმენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები