„ტერცო მონდო” – ვიდეო გადასაღები მოედნიდან

ქართველ რეჟისორს მერაბ კოკოჩაშვილს 86 წელი გადასაღებ მოედანზე შეუსრულდა. ეროვნული კინოცენტრი  მნახველს სთავაზობს ვიდეოს გადასაღები მოედნიდან.
მერაბ კოკოჩაშვილი მუშაობს ახალ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე – „ტერცო მონდო”.
გადაღებები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ლევან წულაძე, დუტა სხირტლაძე და ქეთა შათირიშვილი.
„ტერცო მონდო” იქმნება ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
 ვიდეო გადასაღები მოედნიდან.
ვიდეოს ავტორები: შოთა (ზამზა) იმნაძე და ბასა ხარაზი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები