26 მარტი მერაბ ჯალიაშვილის დაბადების დღეა

26 მარტს, 90 წელი შესრულდა რეჟისორ მერაბ ჯალიაშვილის დაბადებიდან.
ამ თარიღთან დაკავშირებით ეროვნული არქივი ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს პირველ სატელევიზიო დადგმას „ბებრები“, რომელიც მერაბ ჯალიაშვილმა 1957 წელს გადაიღო.
მერაბ ჯალიაშვილი (1931-1998) საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სატელევიზიო და კინორეჟისორი, ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამაარსებელია. 1956 წლის 30 დეკემბერს მან პირველმა გახსნა საქართველოს სატელევიზიო ეთერი. 1956-1998 წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურული რედაქციის უფროსი, მუსიკალურ გადაცემათა რეჟისორი, ლიტერატურული გადაცემების, სატელევიზიო დადგმების, სამეცნიერო-პოპულარული თუ სასწავლო პროგრამების რეჟისორი და მთავარი რეჟისორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები