ვაკეში მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.