რატი ონელის „მზის ქალაქი” – ონლაინჩვენება
27 მარტს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება რატი ონელის დოკუმენტური ფილმი – „მზის ქალაქი”.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს ბერლინალეს მონაწილე ქართული ფილმების ონლაინ რეტროსპექტივას სთავაზობს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს ბერლინალეს მონაწილე ქართული ფილმების ონლაინ რეტროსპექტივას სთავაზობს.
კინოფესტივალის მსგავსად, რესტოსპექტივაც ორ ნაწილად გაიმართება – მარტისა და ივნისის თვეებში.
„მზის ქალაქის” მსოფლიო პრემიერა 2017 წელს გაიმართა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ფორუმი“. ფილმს მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო.
ფილმის ჩვენება გაიმართება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში