გადავლენ თუ არა სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

“მაქსიმალურად ვეცდებით, ლოკალურად ისე იმართოს თითოეული შემთხვევა, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ბოლო ეტაპზე გახდეს საჭირო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით არ უმსჯელია.

„სკოლებთან დაკავშირებით საბჭოს ჯერ არ უმსჯელია. შესაბამისად, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი ბავშვების განათლება, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ლოკალურად ისე იმართოს თითოეული შემთხვევა, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ბოლო ეტაპზე გახდეს საჭირო, რათ ჩვენს ბავშვებს მივცეთ საშუალება, დაამთავრონ ეს სემესტრი ჩვეულ რეჟიმში განათლების მიღებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები