ნინო ვიბლიანი: მესტიის მიმართულებით გზის გაწმენდა უკვე მიმდინარეობს და დღის ბოლომდე მოძრაობა აღდგება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო მოძრაობა აკრძალულია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის – ნინო ვიბლიანის განცხადებით, არსებულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, სოფელ დიზთან ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოსულია მეწყერი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება”, – აცხადებს ნინო ვიბლიანი.

მისივე განმარტებით, მეწყერის ჩამოსვლა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები