ბაიდენი მზად არის, ევროსაბჭოსთან რუსეთის, ჩინეთისა და სამხრეთ კავკასიის საკითხზე იმუშაოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროსაბჭოს სესიაზე განაცხადა, რომ გეგმავს, ორგანიზაციასთან რუსეთისა და ჩინეთის, ასევე, სხვა რეგიონულ საკითხებზე იმუშაოს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის საკითხებზე.

​ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

“პრეზიენტმა გამოთქვა მზაობა, იმუშაოს საგარეო პოლიტიკის ერთობლივი ინტერესების საკითხებზე, მათ შორის, ჩინეთისა და რუსეთის. გარდა ამისა, მან თქვა, რომ აუცილებელია აშშ-სა და ევროკავშირის კომუნიკაცია თურქეთის, სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის თემებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ონლაინ შეხვედრის დროს ბაიდენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აშშ-ის ინტერესებს პასუხობს.

ის მომხრეა, ითანამშრომლოს ორგანიზაციასთან საერთო პრობლემების მოგვარებისთვის, მათ შორის, პანდემიის ბრძოლასა და კლიმატურ ცვლილებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები