„პირველი სხივის” პირველი ნომრის განხილვა გაიმართება

30 მარტს, 15 საათზე, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით, გაიმართება განახლებული „პირველი სხივის” პირველი ნომრის განხილვა.
ლიტერატურისა და ხელოვნების მცოდნეთა და შემოქმედთა საერთაშორისო ცენტრ „აგორას“ ინფორმაციით, მომხსენებლები იქნებიან:
პოეზია – ნინო ქუთათელაძე;
პროზა- დრამატურგია – სალომე კაპანაძე;
თარგმანი – გოჩა კუჭუხიძე;
კრიტიკა – ადა ნემსაძე;
დოკუმენტური პროზა – თამარელა წოწორია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 206 (ყოფილი 93-ე) აუდიტორია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები