ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკვე მეორე დღეა, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი – ცხინვალში სკოლებმა მუშაობა შეაჩერეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთი ელექტროენერგიის გარეშეა უკვე მეორე დღეა, დარჩენილია, რის გამოც ცხინვალში სკოლებმა მუშაობა შეაჩერეს.

ინფორმაციას ე.წ. დედაქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ე.წ.სამხრეთ ოსეთში ელექტროენერგია 23 მარტის ღამით გაითიშა. ამის მიზეზი როკის უღელტეხილზე ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გახდა.

როგორც ე.წ. მერიაში განაცხადეს, სასწავლო პროცესი მას შემდეგ აღდგება, რაც “რესპუბლიკაში შუქის მიწოდება აღდგება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები