ნინოწმინდისა და ბეთლემის სოფლების ბიბლიოთეკებს ფოლკლორის ცენტრის გამოცემები გადაეცათ
ფოლკლორის ცენტრმა ნინოწმინდისა და ბეთლემის სოფლების ბიბლიოთეკებს ფოლკლორის ცენტრის გამოცემები გაუგზავნა. ამის შესახებ ფოლკლორის ცენტრის ფეიბუქგვერდზეა აღანიშნული.
გამოცემები ტრადიციული სიმღერა-გალობის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, სხვადასხვა დროს განხორციელებული ექსპედიციების შესახებ მოგვითხრობს.
„მადლობას ვუხდით „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის” წარმომადგენლებს გიორგი სავანელსა და გიორგი იარაჯულს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტში ჩავრთულიყავით.
ფონდს, ასევე, საჩუქრად გადავეცით უნიკალური ,,ქართული გალობის ანთოლოგიის” ჩვიდმეტტომეული.
,,ილია ჭავჭავაძის საქველმოქმეფო ფონდი” წლებია არაფორმალური განათლებისა და მცირე ბიბლიოთეკების აღდგენის მიმართულებით მუშაობს“, – აღნიშულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.