სომხეთში კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვიან – რეანიმაციებში საწოლები აღარ დარჩათ

სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებამდე უკვე 187 441-ე შემთხვევაა.

ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო ერთ დღეში ვირუსს 14 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 3 416 ლეტალური შემთხვევაა.

ამჟამად, მკურნალობას 13 427 პაციენტი გადის, თუმცა, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, რაპსიმე ხაჩატურიანმა განაცხადა, მზარდი დღიური მაჩვენებლის გამო, რეანიმაციულ განყოფილებებში საწოლები თითქმის აღარ დარჩა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციის აპარატზე 63 ადამიანია მიერთებული, რეანიმაციაში 262 ადგილიდან 259 დაკავებულია, ანუ თავისუფალი მხოლოდ 3 საწოლია.

187 პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც უკიდურესად მძიმე, 750-ის – როგორც მძიმე.

ვირუსი სულ 169 727-მა  პირმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები