ბერლინის აეროპორტში “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს

ბერლინის საერთაშორისო აეროპორტში “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი ქალი, გერმანიის მოქალაქე შტეფანი ა., დააკავეს.

ინფორმაციას გერმანიის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

დაკავებული ეჭვმიტანილია დაჯგუფებასთან კავშირში ორი ეპიზოდის გამო, სამხედრო დანაშაულში, ასევე, მშობლისა და მეურვის ვალდებულებების დარღვევაში.

გამოძიების ინფორმაციით, შტეფანი ა., 2016 წლის ზაფხულში არასრულწლოვან შვილთან სირიაში მეუღლესთან გაემგზავრა, რომელიც “დაეშის” წევრი იყო.

სირიაში ჩასვლის შემდეგ, ის ტერორისტულ დაჯგუფებას შეუერთდა. მეუღლესთან შეთანხმებით, 15 წლის შვილი ტერორისტთა საწვრთნელ ბანაკში გაგზავნა, რომლის შემდეგ ის საბრძოლო მოქმედებებშიც მონაწილეობდა. 2018 წლის მარტში ბიჭი დაიღუპა.

ქალის სასამართლო 25 მარტს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები