სტოლტენბერგი: ევროკავშირი და ნატო მარტო ვერ შეძლებენ რუსეთის გამკლავებას, ამიტომ, ერთად უნდა იმუშაონ

“ევროკავშირი და ნატო მარტო ვერ გაუმკლავდებიან ის გამოწვევებს, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს, ამიტომ, მათ ერთად უნდა იმუშაონ”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობით ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მეორე დღის გახსნისას.

“დღეს ჩვენ განვიხილავთ რუსეთის საკითხს შვედეთის, ფინეთისა და ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანლის მონაწილეობით. რუსეთის მხრიდან ყველა ერთნაირ გამოწვევებს ვაწყდებით. მარტო ამას ვერავინ გაუმკლავდება, მაგრამ ერთად შეგვიძლია ერთმანეთის შევსება”, – თქვა მან.

მანამდე, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოსეფ ბორელმა განაცხადა, რომ აპირებს, ალიანსის პარტნიორებთან იმსჯელოს რუსეთის ქმედებებზე რეაგირების შესახებ.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილება მინსკის შეთანხმებების შესრულება, ასევე, ხუთი პრინციპი, რომლებსაც ემყარება ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები