თენგიზ ცერცვაძე: ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან – ჩვენ, იმ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ, უპრეცედენტო სიფრთხილეზე წავედით

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ ჯერჯერობით არაა ცნობილი, რა გართულებები შეიძლება, ჰქონდეს „ფაიზერის“ ვაქცინას, სახელმწიფო სიფრთხილეს იჩენს და ამ ვაქცინით მხოლოდ მულტიპროფილურ კლინიკებში აიცრებიან.

„მულტიპროფილური კლინიკები იქნა შერჩეული, ინფექციური არ არის მულტიპროფილური. ვემსახურებით ინფექციურ ავადმყოფებს. ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან. ჩვენები ამ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ უპრეცედენტო სიფრთხილეზე წავიდნენ.

ჩვენთან „ასტრაზენეკას“ აცრა გრძელდება, რამეთუ მის შესახებ ყველაფერი ვიცით და ჩვენი რესურსი აბსოლუტურად საკმარისია, „ფაიზერისთვისაც“ საკმარისია, მაგრამ სახელმწიფო სირთხილეს იჩენს. ჯერ ცნობილი არ არის, რა გართულეები აქვს „ფაიზერს“, ამიტომ აირჩიეს მულტიპროფილური კლინიკები. ამასთან, „ფაიზერი“ ცოტაა, სულ 15 ათასი ადამიანის დოზაა. ის რომ ძალიან დაეფანტათ, არაეფექტური იქნებოდა. ამასთან, მას შენახვის სხვა სისტემა უნდა, ყველაფერი ამის გამო საბჭომ ოპტიმალურად მიიჩნია, რომ 6-7 კლინიკა იყოს ჩართული „ფაიზერით“ აცრაში, რაც სრულიად საკმარისია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები