პუტინს, კიდევ ორი ვადით, პრეზიდენტად არჩევის საშუალება მიეცა – დუმამ კანონი დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ, საბოლოო მოსმენით, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად კიდევ ორი ვადით არჩევის საშუალებას მისცემს.

კანონპროექტი პარლამენტში 2002 წლის ზაფხულში შეიტანეს, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შემდეგ.

ამიერიდან, პრეზიდენტი მხოლოდ ორი ვადით აირჩევა, თუმცა, პუტინის ვადები განულდება.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტად შეიძლება, იყოს არჩეული რუსეთის მოქალაქე – 35 წლამდე პირი, რომელიც ქვეყანაში სულ მცირე 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და არასდროს ჰქონია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება.

ასევე, ცესკო-ს ხელმძღვანლის მინიმალური ასაკი 30 წლით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები