ბერლუსკონი ისევ ჰოსპიტალიზებულია

იტალიის ყოფილი პრემიერი, სილვიო ბერლუსკონი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ANSA ავრცელებს.

ბერლუსკონის ადვოკატის, ფედერიკო ჩეკონის თქმით, პოლიტიკოსი კლინიკაში 22 მარტს მოათავსეს, თუმცა, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიისთვის დეტალები არ უცნობებია.

იანვარში ბერლუსკონი მონაკოს კლინიკაში გულთან დაკავშირებული პრობლემებით გადაიყვანეს. მაშინ 84 წლის პოლიტიკოსს გულის არითმია გამოუვლინდა.

მანამდე, 2020 წლის სექტემბერში ექსპრემიერს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები