სომხეთში კორონავირუსის 1164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ერთ დღეში “კოვიდ19” 1 164 პირს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან 186 184-ე შემთხვევაა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ავრცელებენ.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსს 17 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 4263 ლეტალური შემთხვევაა.

ამჟამად, 12 436 პირი მკურნალობს. დაავადება სულ 169 485-მა ადამიანმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები